გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი: დიმიტრი ტუღუში
საგანი: სპორტი
კლასი: საბაზო, IX -2
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 30
გაკვეთილის თემა: ,,კალათბურთი’’
გაკვეთილის მიზანი: -მოსწავლეები შეისწავლიან კალათბურთის ბურთის ტარების ტექნიკას, მის მანიპულირებას,
დაჭერასა და სწორად გადაცემას, განუვითარდებათ გუნდურ თამაშებში მონაწილეობის უნარ-ჩვევა.
ესგ:
· სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
· მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
· დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
წინარე ცოდნა: იციან კალათბურთის წესები, ფლობენ ბურთის
ტარების ტექნიკას, იციან ბურთის ტყორცნის
ტექნიკა.
გამოყენებული რესურსი: კალათბურთის
ფარები, კალათბურთის ბურთები. ინტერნეტი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია,
კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა 45 წუთი.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო(წთ)
|
1
|
აქტივობა 1 _ საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ ვიწყებ წინარე ცოდნის გააქტიურებას. ამისთვის ვახსენებ კლასს თამაშის ძირითად წესებს, ბურთის ტარებასა და ტყორცნას
ვაძლევ წამახალისებელ კომენტარებს
|
ვერბალური
ახსნა
გონებრივი იერიში
|
მთელი
კლასი
საერთო საკლასო მუშაობა
|
ბურთი
|
5 წთ.
|
2.
|
გაკვეთილის
„A”ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 2 _ მოთელვა-კლასს ვთხოვ დაიწყონ სიარული
დარბაზის ირგვლივ, შემდეგ უფრო ჩქარა სიარულს ვთხოვ მათ და ბოლოს სირბილს დარბაზის ირგვლივ.
ვაძლევ წამახალისებელ კომენტარებს.
|
მოთელვა
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
სპორტ დარბაზი, სპორტული ფორმები
|
7 წთ.
|
3.
|
აქტივობა 3
_ ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები;
კლასს ვთხოვ რამდენიმე უკვე ნასწავლი ვარჯიშის ჩატარებას, რომელსაც ასრულებენ ჩემთან ერთად.
ვაწვდი განმავითარებელ შეფასებას
|
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშების ჩატარება
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
სპორტ დარბაზი, სპორტული ფორმები, სასტვენი,
სადგარები
|
5 წთ.
|
4
|
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის
კონსტრუირება
აქტივობა 4 ახალი
მასალის ახსნა-ვაწვდი ინსტრუქციას
ბურთის ტარების, კალათბურთში ბურთის ტყორცნის, მკერდიდან ორი ხელით თავს ზემოთ ბურთის გადაცემისა და ორმხრივი თამაშის შესახებ.
|
მინი ლექცია
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
სპორტ დარბაზი, სპორტული ფორმები, კალათბურთის ფარი და ბურთი
|
2.წთ.
|
5
|
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 5 _ პრაქტიკული
სამუშაო-ვარჯიში
ბურთის ტარების , კალათბურთში ბურთის ტყორცნის, მკერდიდან ორი ხელით თავს ზემოთ ბურთის გადაცემისა და ორმხრივი თამაშის შესახებ.
ვიყენებ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემებს:
1. როგორ გაართვით თავი მოცემულ დავალებას?
2. როგორ ფიქრობთ, ვინ კარგად გაიგო ახალი მასალა?
3. რას გამოასწორებდით შემდეგისთვის?
|
პრაქტიკული სამუშაო
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
სპორტ დარბაზი, სპორტული ფორმები, კალათბურთის ფარი და ბურთი
|
15 წთ.
|
6.
|
აქტივობა 6 _ საშინაო
დავალება- მოიძიონ ინფორმაცია ცნობილი ქართველი კალათბურთელების შესახებ
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
კომპიუტერი
|
2 წთ
|
|
7
|
აქტივობა 7 _ შეფასება
|
თვითშეფასება ურთიერთშეფასება და განმავითარებელი შეფასება
|
შეფასების რუბრიკები
|
5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლები გაიგებენ გაკვეთილზე გასავითარებელი იმ უნარ-ჩვევის შესახებ, რომელიც
ხელს შეუწყობს მათი ტექნიკური ელემენტების დახვეწას. მოსწავლეები შეიქმნიან განწყობას
გაკვეთილისათვის.
·
მოსწავლები მასწავლებლის მითითებით ახერხებენ ფიზიკური
აქტივობის შესრულებას.
·
ისინი ადექვატურად რეაგირებენ მასწავლებლის მითითებებზე
მოსწავლები ეუფლებიან აუცილებელ მოძრაობით მოქმედებებს, ეუფლებიან ძირითად ტექნიკურ
ელემენტებს.
შეფასების სქემა:
შეფასების რუბრიკა- სპორტი
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ჩართულობა და თანამშრომლობა.
|
მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო
აქტივობებში, მაგრამ ნაკლები ინტენსიობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობით უნარჩვევბს, რომელებსაც მიზნად ისახავს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი.
|
აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები.
არ ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას. ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებელთან
და მოსწავლებთან.
|
მუდამ ჩართულია და აქტიურია.
თანამშრომლობს, როგორც თანატოლებთან ისე მასწავლებლებთან. მრავალმხრივია და
სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას.
|
პრაქტიკური მომზადება
|
უჭირს გუნდურობის პრინციპის დაცვა,
ხშირად უშვებს შეცდომებს.
|
კარგად აქვს გააზრებული გუნდური
თამაშის მნიშვნელობა, ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
|
გათავისებული აქვს გუნდურობის
მნიშვნელობა, შეუძლია ძალების განაწილება თამაშის დროს.
|
ტექნიკური მომზადება
|
აკეთებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ,
მალევე იქანცება. ბურთის ტარებისას უშვებს შეცდომებს, არ გადადგილდება წესების
დაცვით.
|
ვარჯიშობს კარგად, კარგი მოძრაობით
გადადის ვარჯიშიდან ვარჯიშზე. ახერხებს ბურთის ტარებას, თუმცა აქვს ხარვეზები.
|
შესაბამება გაკვეთილის ფორმას ძალიან კარგად აკეთებს ვარჯიშებს. ფლობს
კალათბურთის ბურთის ტარების ტექნიკის ყველა აუცილებელ უნარჩვევებს.
|
ინტელექტუალურ-
ფსიქოლოგიური მომზადება.
|
უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმების და
წესების დაცვა.
|
ფლობს ეთიკით გათვალისწინებული
სპეციალური ნორმებსა და წესებს, აქვს ხარვეზებიც.
|
ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ
ნორმებსა და წესებს.
|
ხელმოწერა: დიმიტრი ტუღუში
თარიღი:
Комментариев нет:
Отправить комментарий